Your Space

ჩვენ შესახებ

ჩვენი მისია – არ აქვს მნიშვნელობა ხარ ქოუჩი, ფსიქოლოგი თუ უბრალოდ ფრილანსზე მუშაობ, YourSpace სივრცე ყველასთვისაა. ჩვენი განსაკუთრებულობა იმაშია, რომ გთავაზობთ არა მხოლოდ სამუშაო ადგილს, არამედ ვქმნით სივრცეს, სადაც შეგიძლია შენი სამუშაო შეასრულო, პროფესიული წრე გააფართოვო და განვითარდე.

ჩვენ გვჯერა, რომ სამუშაო პროცესი უნდა იყოს სასიამოვნო. YourSpace-ში დაგხვდებათ კომფორტული, სრულად აღჭურვილი გარემო თქვენი პროდუქტიული მუშაობისთვის.

რა გამოგვარჩევსYourSpace შეიქმნა იდეით, ხელი შეუწყოს ადამიანებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნასა და დადებითი ცვლილებების მოხდენას.

როგორ ვაკეთებთ ამას?

  • ჩვენ გთავაზობთ სივრცის მარტივ საათობრივ და დღიურ ჯავშნებს
  • ჩვენი ადგილმდებარეობა მოსახერხებელი და ადვილად მისადგომია
  • სივრცე იდეალურია საქმიანი შეხვედრისთვის, ღონისძიებისთვის, ტრენინგისთვისა და სოლო მუშაობისთვის
  • სივრცის გაქირავების გარდა, ჩვენ გთავაზობთ უფასო ლექციებს, დისკუსიებსა და სემინარებს, რომელთა თემატიკაც საგულდაგულოდაა შერჩეული ჩვენი რეზიდენტებისთვის